معرفی کتاب طرحی فلسفی به سوی صلحی ابدی اثر ایمانوئل کانت مترجم باقر پرهام

طرحی فلسفی به سوی صلحی ابدی

طرحی فلسفی به سوی صلحی ابدی

ایمانوئل کانت و 1 نفر دیگر
0.0 0 یادداشت

با انتخاب ستاره‌ها به این کتاب امتیاز دهید.

در حال خواندن

0

خوانده‌ام

0

خواهم خواند

1

ناشر
شابک
9786865999032
تعداد صفحات
42
تاریخ انتشار
1173/10/12

توضیحات

        იმანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, გერმანული იდეალიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის მიმართულებებით.იმანუელ კანტის წიგნი – „მარადიული მშვიდობისკენ“ – წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს.წიგნი შედგება რამდენიმე ძირითადი განყოფილების, დამატების და დანართებისგან, ესენია: პირველი განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ შესავალ მუხლებს;მეორე განყოფილება – რომელიც შეიცავს სახელმწიფოებს შორის მარადიული მშვიდობის შესახებ განმსაზღვრელ მუხლებს;დამატება პირველი – მარადიული მშვიდობის გარანტიის შესახებ;დამატება მეორე – საიდუმლო მუხლი მარადიული მშვიდობის შესახებ;დანართი პირველი – მორალსა და პოლიტიკას შორის არსებული შეუთავსებლობა მარადიული მშვიდობის ჭრილში;დანართი მეორე – პოლიტიკასა და მორალს შორის არსებული თავსებადობა საჯარო სამართლის ტრანსცენდენტალური ცნების საფუძველზე.წიგნს თან ერთვის მთარგმნელის გამოკვლევა და შენიშვნები. „აღნიშნულ თარგმანს ღრმა მადლიერების გრძნობითა და დიდი მოწიწებით ვუძღვნი საუნივერსიტეტო სივრცეში ჩემი პირველი სამეცნიერო ხელმძღვანელის, კანტის შემოქმედების დაუღალავი მკვლევრის, აკადემიკოს გურამ თევზაძის (1932-2018 წწ.) ხსოვნას.“ – მთ. გ.თავაძე.